მადნები, ღვინოები, ფეროშენადნობები – საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი $1.2 მლრდ-მდე შემცირდა

მადნები, ღვინოები, ფეროშენადნობები – საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი $1.2 მლრდ-მდე შემცირდა

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, რაც ექსპორტს რეექსპორტის გარეშე გულისხმობს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 22.9%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 232 მილიონი დოლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა იანვარ-მაისში 18.6%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 503 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 49.2%-ს შეადგენდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი (219.3 მლნ დოლარი), ჩინეთი (176.2 მლნ დოლარი) და თურქეთი (152.6 მლნ. აშშ დოლარი) არიან. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის TOP-3 პარტნიორი ქვეყნიდან ექსპორტი მხოლოდ რუსეთთან არის გაზრდილი, ხოლო ჩინეთთან და თურქეთთან შემცირებულია.

რაც შეეხება, იმას, თუ რომელ ადგილობრივი წარმოების საქონელი შედის რეალიზებული საქონლის TOP-10-ეულში, საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 310.6 მლნ დოლარი, კლება – 33.3%;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 103.2 მლნ დოლარი, ზრდა – 29.8%;
3. ფეროშენადნობები – 86.5 მლნ დოლარი, კლება – 69.1%;
4. აზოტოვანი სასუქები – 85.5 მლნ დოლარი, კლება – 44%;
5. მინერალური და მტკნარი წყლები – 52 მლნ დოლარი, ზრდა – 26.7%;
6. მინერალურ და მტკნარი წყლები შაქრის დანამატებით დაგაზიანებული – 45.7 მლნ დოლარი, ზრდა – 96.8%;
7. დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო – 38.2 მლნ დოლარი, ზრდა – 8.9%;
8. სპირტიანი სასმელები – 37.5 მლნ დოლარი, ზრდა – 42.8%;
9. თხილი და სხვა კაკალი – 33.1 მლნ დოლარი, კლება – 3.1%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი – 31.1 მლნ დოლარი, კლება – 10.4%.

სხვა დანარჩენი ადგილობრივი საქონლის ექსპორტი ჯამურად 3.7%-ითაა შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…